აქტუალური
ზამთრის კურორტებზე საკმარისი თოვლი არ არის

gudauriiტურიზმის ეროვნული სააგენტო წელს ზამთრის კურორტებზე 100 ათასამდე ტურისტს ელოდება. სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გუდაურში, ბაკურიანსა და მესტიაში, სადაც ზამთრის საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნა თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული, უკვე მოთოვა, თუმცა სათხილამუროდ საკმარისი თოვლი ჯერ არ არის.

როგორც საქინფორმს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ განუცხადა, სეზონი მაშინ გაიხნსება, როცა თოვლი მოვა, თოვლს კი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოსკენ ელოდებიან. "მგონია, რომ საკმაოდ წარმატებული სეზონი იქნება, რადგან სამივე კურორტზე სასტუმროები მთლიანად დაჯავშნულია. ახლა მხოლოდ თოვლი გვაკლია. იმისათვის, რომ კურორტებს ტურისტები არ მოაკლდეს, უკვე ვმუშაობთ სარეკლამო რგოლებზე, რაც ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება".

ჩვენ ვნახეთ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი, სადაც მაია სიდამონიძის მოლოდინი თოვლთან დაკავშირებით არ გამართლდა. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის აზრით კი, თოვლის გარეშე სეზონის გახსნას აზრი არ აქვს.