უცხოეთი
ნავთობი 100 დოლარზე მეტი ეღირება – აცხადებს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება 2020–2025 წლებში წლიურად 460 მილიონ ტონამდე ანუ 14 პროცენტით შემცირდება 2015 წლის მაჩვენებელთან (525 მლნ ტონა) შედარებით. ამასთან, 2035 წლისთვის მისმა ღირებულებამ შესაძლოა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბოს.

ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ნავთობი ბარელზე 42 დოლარამდე გაძვირდება, 2035 წლისთვის კი ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.

18 თებერვალს ლონდონის ბირჟა ICE–ზე Brent–ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 35,01 დოლარი შეადგინა. ქვანახშირი ძვირდება იმიტომ, რომ ირანმა მხარი დაუჭირა ინიციატივას მოპოვებულის გაყინვაზე.