უცხოეთი
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ვიტალი ჩურკინის თქმით, თურქეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" 1000-ზე მეტი ტერორისტი გაგზავნა. ამის შესახებ იმ წერილშია საუბარი, რომელიც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.
მისი თქმით, თურქეთის სპეცსამსახურები, რუსეთში შესაძლო გაგზავნის მიზნით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებს წვრთნიან. ჩურკინის თქმით, საწვრთნელი ბაზა ანტალიაში მდებარეობს.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ 2014 წლის სექტემბერში თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ ათასზე მეტი ტერორისტი გააგზავნა. ინფორმაციის წყაროს ვიტალი ჩურკინი წერილში არ ასახელებს.