საზოგადოება
“საქინფორმი” ბიძინა ივანიშვილს 60 წლის იუბილეს ულოცავს

 2016 წლის 18 თებერვალს საზოგადოებრივ ლიდერსა და საქართველოს ექსპრემიერს, მეცენატ ბიძინა ივანიშვილს 60 წელი შეუსრულდა.

 ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” კოლექტივი გულითადად ულოცავს ბიძინა გრიგოლის ძეს იუბილეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს მის საქმიანობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!

 ბატონო ბიძინა, “საქინფორმი” თქვენ 2011 წლიდან, დიდ პოლიტიკაში გადადგმული პირველივე ნაბიჯებიდან უანგარო საინფორმაციო მხარდაჭერას გიწევდათ და დღესაც აგრძელებს თქვენი მოღვაწეობის მხარდაჭერას საზოგადოებრივ ასპარეზზე.

 პირადად თქვენი ფასდაუდებელი წვლილი ქართული კულტურის შენარჩუნებაში და საქართველოს წინაშე დამსახურება სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ლიკვიდაციის საქმეში - უდავო ისტორიული ფაქტია. და დღეს თქვენ ერთადერთი ბრძანდებით, ვისაც შეუძლია, მრავალეროვანი ქართველი ხალხი გააერთიანოს და პატრიოტულ, ჭეშმარიტად პროქართულ ძალებზე დაყრდნობით, მრავალტანჯული და გახლეჩილი ქართული სახელმწიფო რენესანსამდე მიიყვანოს! დემოკრატია ხომ ხალხის ხელისუფლებაა და არა პოლიტიკოსების, მოქალაქეებს კი ყოველთვის სურთ, ლიდერს მათი ესმოდეს.

 ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენს ლამაზ ტრადიციულ ქართულ ოჯახს, რომელსაც საკუთარ თავს ჩვენ, უბრალო ადამიანებიც მივაკუთვნებთ.

“საქინფორმის” რედაქცია