საზოგადოება
„2008 წლის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის თანამშრომლობა არის უმთავრესი ჩვენი გამოძიების წარმატებისთვის" - ფაქისო მოჩაჩოკო

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი.  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფმა თბილისში შეხვედრები დაასრულა. სასამართლოს წარმომადგენელმა მედიას გააცნო პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადება.

 „2008 წლის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის თანამშრომლობა არის უმთავრესი ჩვენი გამოძიების წარმატებისთვის. გამოძიება იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კონფიდენციალური. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, რა მოხდა 2008 წელს“, - აღნიშნა ფაქისო მოჩაჩოკომ.

 მისივე თქმით, გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

 „ჩვენ მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას. ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ასევე ჩართულები ვიყოთ რუსულ მთავრობასთანაც, თუმცა, ჯერჯერობით ჩვენი მცდელობა არ არის წარმატებული", - განმარტა ფაქისო მოჩაჩოკომ.