საზოგადოება
„იმდენი რამ იყო გაფუჭებული, შეუძლებელია, ასე უცბად სრულფასოვანი დემოკრატია ამოქმედდეს“ – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მთავარის ეთერში განაცხადა.

 „2012 წლის შემდეგ ჩვენ გადასაწყვეტი გვქონდა სამი ამოცანა: ყველაზე სასწრაფო იყო, გაგვეწყვიტა უკანონობის ის ჯაჭვი, რომელიც ერთი ადამიანის კანონზე მაღლა დგომას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველაფერში ჩარევას მოიცავდა. მეორე ამოცანა იყო ინსტიტუციური რეფორმების პაკეტების შემუშავება, სასამართლო რეფორმა... ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეცვლილიყო და სერიოზული რეფორმები გატარებულიყო, რაც ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ნამდვილად გაკეთდა. მესამე იყო თავისუფალი აზროვნების პრობლემა... რასაც პროკურორი ეტყოდა მოსამართლეს, ის უნდა დაეწერა განაჩენში. ჩვენი ამოცანა იყო, ვიდრე რეფორმა დასრულდებოდა, ქაოსი არ ყოფილიყო ქვეყანაში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ რეფორმები განხორციელდა, მაგრამ პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.