სამართალი
„ადრე თუ გვიან ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება“ – პუტინი

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის რეზიდენციაში უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ევროკავშირი მინსკის პროცესის სრულად შესრულებას უკავშირებს, თუმცა ეს უაზრობაა, რადან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი რუსეთის მოედანზე არ არის. მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ ამ პროცესთან მიმართებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მაინც მოხდება“, - განაცხადა პუტინმა.

 უნგრეთის პრემიერმა კი იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი სანქციების ავტომატურად გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, რადგან ევროპის ქვეყნებს რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა სურთ.