აქტუალური
ტკბილი ჩაის მოყვარულებს შაქარზე ეკონომიის გაკეთება მოუწევთ

shaqariმსოფლიო ბირჟებზე შაქრის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ლონდონის ბირჟაზე ტონა შაქრის ღირებულებამ 780 დოლარი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. სპეციალისტების შეფასებით, შაქარი ასე ძვირი არასოდეს ყოფილა. ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, გაგრძელდება თუ არა შაქრის ფასის ზრდა.

მსოფლიო ბაზრებზე შაქრის ფასის მატებამ გაძვირება საქართველოში ერთხელ უკვე გამოიწვია, რასაც სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების 10-15%-იანი გაძვირება მოჰყვა. შაქრის მწარმოებელ კომპანია “ქართული შაქარში” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ნედლეულის ერთთვიანი მარაგია და შესაბამისად ფასის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. ამასთან, მენეჯმენტის განცხადებით, თუ მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია არ დასტაბილურდა, ფასის დაჭერა შეუძლებელი გახდება და ზრდა ქართულ ბაზარზეც მოხდება. ამ ეტაპზე 1 ტომარა შაქარი 90 ლარი და 50 თეთრი ღირს.