უცხოეთი
ობამა სირიაში პუტინთან შეჯიბრს გამორიცხავს

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება ბარაობამამ კალიფორნიაში, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე გააკეთა.

 მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის სამხედრო ჩარევა ბაშარ ასადის სისუსტეზე მეტყველებს.

 ობამამ ყურადღება სირიაში კრემლის ინტერესებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ყველაზე საინტერესო სწორედ ის საკითხია, რას მოიგებს რუსეთი ასადის მხარდაჭერისთვის, მილიარდობით დოლარის დახარჯვის სანაცვლოდ.

 „ეს არ არის შეჯიბრი ჩემსა და ვლადიმერ პუტინს შორის. მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, შევაჩეროთ დესტაბილიზაცია რეგიონში, მასობრივი მიგრაცია, სკოლების დაბომბვა და ძალადობა“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.