უცხოეთი
აშშ ბალტიისპირელებს რუსული არმიის ძალით აშინებს

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელმა და ევროპელმა ანალიტიკოსებმა რეკოენდაციები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის და შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის ჰერითიჯის ფონდში შეკრების დროს წარმოადგინეს.

 ერთ-ერთი რეკომენდაცია ბალტიისპირეთში ნატოს სასწავლო ცენტის გახსნას ეხება, სადაც მუდმივად განლაგდებიან ალიანსის ძალები.

 „საფრთხე საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ ნატოს ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენლობა ბალტიის ქვეყნებშ“, - აცხადებს საერთაშორისო უსაფრთხოების “სქოუქროფტის” ცენტრის პროფესორი ჯორჯ ბენითეზი.

 ევროპელი ანალიტიკოსები არ უარყოფენ, რომ დღევანდელი გამოწვევების ფონზე ბალტიისპირეთის უსაფრთხოება შესუსტებულია.

 „შეუძლია ერთდროულად რამდენიმე რამის კეთება. სირიის დაბობვა და ბალტიის ზღვის რეგიონით დაკავებაც. ბალტიისპირეთში რუსეთის რეალური აგრესიაა“, - აღნიშნა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა ენ-სიფი დაჰლიმ.

 რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ანალიტიკოსიც საუბრობს, რომელიც ერთერთ მაგალითად საქართველოსაც ასახელებს.

 „როდესაც ვსაუბრობთ რუსეთისგან ჰიბრიდული საფრთხეზე, ყველა ამბობს, რომ ეს უკრაინის გამოცდილებით ხდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა მაგალითებიც. თუნდაც საქართველო და სირია. რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ეს ომი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მე ვიტყოდი, რომ რუსეთი საკმაოდ კრეატიულია ამ ომების წარმოებაში“,- განაცხადა მარიუს ლარინავიჩიუსმა.