უცხოეთი
ირანი და საქართველო აზერბაიჯანს დაუპირისპირდნენ

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. "Иран и Грузия пошли против Азербайджана" - ამ სათაურით აქვეყნებენ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები კახა კალაძის ირანში ვიზიტის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, თეირანი და თბილისის საქართველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიწოდებაზე მოლაპრაკებებს მართავენ - განცხადება ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის ნაციონალური კომპანიის (NIGEC) დირექტორმა ალირეზა ქამელმა გააკეთა - მისივე თქმით, ტრანსპორტირება სომხეთის გავლით მოხდება. "საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორი დაინტერესებული ირანული გაზის შეძენაში, მოსალოდნელია, რომ გაზის მიწოდება საქართველოსთვის დაიწყოს მომდევნო ირანული წლიდან (21 მარტი)"- აცხადებს ქამელი. მისივე თქმით, პირველი კონტრაქტი 7–თვიანი იქნება.