საზოგადოება
„სამინისტროების გაუქმება არაფერს შეცვლის“ – თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიოგი ქადაგიძის განცხადებას სამინისტროების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა, უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი  გამოეხმაურა.

 „პირველი არ არის ქადაგიძე, ამაზე ძალიან ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა. ნაციონალური მოძრაობის დროს ბევრად მეტი წილი მიდიოდა მართვის სფეროში, ჩვენ ეს მნიშვნელოვნად შევამცირეთ, გადავანაწილეთ სოციალურ სფეროში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ოპტიმიზება კვლავ ნდა ოხდეს, მაგრამ კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, რომელი - არა, ეს საერთო მსჯელობის შედეგი იქნება“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ამბობს, რომ სამინისტროების გაუქმებასთან დაკავშირებით არანაირი სახის კონსულტაცია უმრავლესობის შიგნით არ მიმდინარეობს.

 „თუ რომელიმე სამინისტრო გაუქმდება და მისი ფუნქცია საშტატო ერთეულებით გადავა რომელიმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში დეპარტამენტის ან სხვა რაიმე სტრუქტურის სახით, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.