საზოგადოება
„როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, მე არ მიმიღია არცერთი ზარი“ - გიორგი ქადაგიძე

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ხელისუფლებასთან პოლიტიკურ კონფრონტაციაში ყოფნა ნებისმიერი ინვესტორისთვის ძალიან შემაშინებელია.

 „2013 წლის მაისში აბოსლუტურად ყველა განცხადება საბოლოო ჯამში იყო სწორი იმიტომ, რომ წლის ბოლოს ჩვენ არ გვქონდა ეკონომიკური ზრდა. გადაწყვეტილება საჯაროდ არსაუბრის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო ჩემი გადაწყვეტილება. ეს იყო ნაკარნახევი იმ გარემოებით, რომ ჩვენ შევიდოდით ღია პოლიტიკურ კოფროტაციაში მთავრობასთან და ხელისუფლებასთან. პოლიტიკურ კოფროტაციაში ყოფნა ხელისუფლებასთნ ნებისმიერი ინვესტორისთვის არის ძალიან შემაშინებელი, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 “როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, მე არ მიმიღია არცერთი ზარი და იმიტომ, რომ ცხადი იყო, რა იყო ლარის გაუფასურების მიზეზი. როგორც კი დაიწყო კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, იმ წუთში დაიწყო ზარები და ნერვიულობა ინვესტორების მხრიდან“, - აღნიშნა ქადაგიძემ.