საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა და ჩამოთვალა ის სამინისტროები, რომელთა გაუქმებაზეც ხელისუფლებამ არსებულ ვითარებაში უნდა იფიქროს.
„ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და, როგორც დეპარტამენტი, შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც არ გვხვდება თითქმის არცერთ ევროპულ ქვეყანაში. ასევე, სპორტის სამინისტრო, რომელიც მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ. პროფესიული სპორტი დავუთმოთ ფედერაციებს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი კი გადავცეთ ან განათლების სამინისტროს, ან თავდაცვის სამინიტროს, როგორც არის შვეიცარიაში ან ავსტრიაში. ასევე, კულტურის სამინისტრო, რომელიც არის პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთი“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.