საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გარკვეული სამინისტროების დახურვის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის ინიციატივას უპასუხა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ ეტაპზე არაფრის გაუქმებას არ გეგმავს.
“კარგი იქნებოდა, მოეთმინა და მერე ეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. რასაც მე გუშინ შევატყვე, კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში. ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის, ბატონ ბენდუქიძეს ჰქონდათ იდეა თავის დროზე, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო, გაეუქმებინათ ეროვნული ბანკი, როგორც უმაქნისი ინსტრუმენტები. მარა არ მივდივართ ჩვენ ამ გზით. ხოდა, ეხლა თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას. მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და მერე გააუქმოს, რაც უნდა. თვითონ მთავრობის რეფორმირება როცა საჭირო იქნება, გაკეთდება, მაგრამ არა ესეთი მყვირალა განცხადებების ფონზე“, - აღნიშნა სუბარმა.