სამართალი
თბილისის მერიასთან არსებული მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დაიხურა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ ცნობილი გახდა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. ორგანიზაციის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა და მას ყოფილი ვიცე–მერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა.

 "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზოგი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რაც ქალაქ თბილისის ქვემდებარეა, მოხდეს მათი ოპტიმიზაცია, ზოგ შემთხვევაში შერწყმა. რაც დაზოგავს გარკვეულ ადმინისტრაციულ რესურსებს", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 ცენტრი ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი შექმნისთანავე გახდა, თუმცა მმართველი გუნდი განმარტავდა, რომ მეწარმეობის განვითარების კუთხით დამოუკიდებელი ორგანიზაციის არსებობა აუცილებელი იყო.