საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბიზნესასოციაციის წევრებმა შეხვედრაზე ბევრი აქტუალური საკითხი დასვეს.
„ძალიან დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებთ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, მოგვიანებით ამოქმედების ვადებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში საკითხების განხილვის ვადები.
„ვისაუბრეთ ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე. ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ქვედანაყოფს ადმინისტრაციაში და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს მოვიტანთ“, - აღნიშნა პრემიერმა.