პოლიტიკა
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლარის კურსის გამყარების მოლოდინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ასახელებს, რომელიც საგადასახადო რეფორმას უკავშირდება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, როგორც ადმინისტრაციული, ისე სხვა ხარჯები დაახლოებით 350-დან 400 მილიონ ლარამდე მცირდება და ამ კუთხით ლარზე ზეწოლა შემცირდება.
პრემიერის თქმით, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც მთავრობა ვიზიტორების გაზრდის მიმართულებით დგამს.
„კონკრეტულად გაწერილი გეგმა გვაქვს, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით - ეს იქნება ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და დამატებითი რეისები თუ სხვა“, - განაცხადა პრემიერმა.