პოლიტიკა
გია ვოლსკი: „არც სვანეთი და არც რაჭა არ დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე" (ვიდეო)

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).

 „ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვემო სვანეთი და რაჭა ერთიანდება ერთ მაჟორიტარულ ოლქად და მათ  ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან სვანეთი, ან რაჭა დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე. თუ მაჟორიტარი იქნება შერჩეული რაჭიდან, მაშინ სვანეთის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში. იგივე შემიძლია ვთქვა ახალქალაქისა და ნინოწმინდის შემთხვევაშიც. თუ საერთო მაჟორიტარი ახალქალაქიდან იქნება, მაშინ ნინოწმინდის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.