სამართალი
ნავთობკომპანია „ფრონტერას“ მაგისტრალიდან მილების ქურდობისთვის 2 პირი დააკავეს

magistraliდედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტარიბანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობკომპანია „ფრონტერას“ მაგისტრალიდან მილების ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი დაახლოებით 800 მეტრი მილების ქურდობაში ედებათ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსმა გელა ბუნტურმა განუცხადა,რომ დაკავებულები არიან სოფელ ოზაანის მაცხოვრებლები, 27 წლის ზურაბ სულაშვილი და 35 წლის გივი ჩალახეშაშვილი. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით დედოფლისწყაროს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.