აქტუალური
პანკისის ხეობაში საქართველოს სამხედრო ძალებში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა მიმდინარეობს

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებთათვის გაგრძელდა.

საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის მსურველები რეგისტრაციის შემდეგ ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან, რის შემდეგაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფში გადანაწილდებიან.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35 წლამდე წვევამდელებს და იმ ახალგაზრდებს იღებენ, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს.