საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ უკრაინასა და თურქეთს შორის 2013 წელს შეწყდა.
უკრაინის პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა და მისმა თურქმა კოლეგა აჰმედ დავითოღლუმ თავის მინისტრეებს დაავალეს, განაახლონ მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ.
„მოლაპარაკებები უკრაინასა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს შეწყდა. ჩვენ ერთობლივად ვავალებთ ჩვენს სამინისტროებს, დაიწყონ ტექნიკური კონსულტაციები მოლაპარაკებების პროცესის განახლების შესახებ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე, რომლებიც მარტში გაიმართება“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
იაცენიუკმა ასევე შეთავაზა თურქეთს, განიხილოს საკითხი უკრაინის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში შემდგომი ინვესტირების შესახებ.