უცხოეთი
უკრაინა და თურქეთი იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა და თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამდივნოს დირექტორმა ისმაილ დემირმა თავდაცვის მრეწველობის სფეროში ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე იმსჯელეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა პროექტში.

 „ჩვენ თურქეთს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა ტურჩინოვმა და დასძინა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის მრეწველობის სფეროში.