საზოგადოება
„რეგიონულ-პროპორციული გზით ჩატარებული არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“ – პაატა ჯიბლაძე

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ „პირველ პრესკლუბში“ საუბრისას აღნიშნა, რომ გაზაფხულზე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ რეგიონულ-პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

 „ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ქვეყნისათვის, რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისაკენ. შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს დღეს უმრავლესობაში ჩამოყალიბებულმა და მიღებულმა გადაწყვეტილებამ,  რომ მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდეს 2016 წელს, მაგრამ ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდება ხელისუფლება, საპარლამენტო უმრავლესობა და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჩატარდება რეგიონულ-პროპორციული არჩევნები, მაჟორიტარული არჩევნების მაგივრად“, - განმარტა პაატა ჯიბლაძემ.