საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა.
სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ერთობლივი წვრთნების დაწყებამდე ბათუმს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო ეწვია, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.
ერთობლივი საზღვაო წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.