სამართალი
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა გიორგი ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 14 თებერვალს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა ირაკლი ღ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.