პოლიტიკა
რომის პაპი ფრანცისკი სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის საქართველოში სტუმრობა სამხრეთკავკასიური ვიზიტის ფარგლებში შედგება. პაპის საქართველოში ვიზიტი რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ უკვე განიხილა სამხრეთ კავკასიაში რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსთან.