პოლიტიკა
„პორნოსაიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზრდილებისთვის კი ფასიანი გახდეს“ – დიმიტრი ხუნდაძე

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ბავშვები საკმაოდ ინტენსიურად მოიხმარენ ინტერნეტს და უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც მათ საფრთხეებისგან დაიცავს.

 „საფრთხეებში მე ვგულისხმობ პორნოსაიტებზე ინფორმაციის წვდომის სიადვილეს. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს ბავშვებისათვის, რა თქმა უნდა, უნდა დაიბლოკოს, თუმცა, თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ინფორმაციაზე, ასაკის გათვალისწინებით, მათ, რა თქმა უნდა, შეეძლებათ თუნდაც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ეს ინფორმაცია მათთვის იყოს ხელმისაწვდომი", განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.