რედაქტორისგან
ორი იმიტირებული ქრონიკა, ორი სიტუაციური ოთახი და ერთი ზღვისგაღმელი რეჟისორი (საქინფორმი)

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. 2010 წლის 13 მარტს ქართულმა ტელეკომპანია "იმედმა" გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი" "საქართველოში რუსეთის შემოჭრის" მოდელირება მოახდინა. ტელესიუჟეტში, რომელიც საქართველოში "იმიტირებული ქრონიკის" სახელით არის ცნობილი და რომელმაც ქართველი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, გამოყენებულია 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის "გრადებით" ცხინვალის დაცხრილვის დოკუმენტური კადრები, ოღონდ... ისინი წარმოდგენილია, როგორც რუსეთის საარტილერიო ცეცხლისაქართველოს წინააღმდეგ რუსეთის "ახალი აგრესიის" დასამტკიცებლად!

 გასულ ორშაბათს – 2016 წლის 8 თებერვალს, ბრიტანულმა ტელერადიოკორპორაცია ВСС–მ "ლატვიაში რუსეთის შეჭრის" მოდელირება მოახდინა. ტელეფილმში "მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში" (WW3: Inside the War Room), რომელმაც ლატვიელები აღაშფოთა, ასევე გამოყენებულია... 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის "გრადებით" ცხინვალის დაცხრილვის დოკუმენტური კადრები, და... ისინი ისევ წარმოდგენილია, როგორც რუსეთის საარტილერიო ცეცხლილატვიის წინააღმდეგ რუსეთის "აგრესიის" დასამტკიცებლად!

გასაოცარი დამთხვევები ამით არ მთავრდება: ფილმის "მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში" მოქმედება, ძირითადად, ლონდონში არსებულ რეალურ სიტუაციურ ოთახში ხდება, სადაც რეალური ბრიტანელი პოლიტიკოსები და სამხედროები – მინისტრები და სარდალი ადმირლები – რუსეთზე ბირთვული დარტყმის განხორციელების საკითხს განიხილავენ, რომლის შესახებ საბოლოო ბრძანებას აშშ გასცემს.

 გასულ ორშაბათს – 2016 წლის 8 თებერვალს – ბრიტანელებმა სიტუაციური ოთახი უკვე თბილისში გახსნეს. გახსნაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების მართვის საკითხებში სერგარი ჯონსონს დახმარებისთვის  საქართველოში უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებულისიტუაციური ოთახის ბრიტანული მოდელის გახსნისათვის.

 იბადება კითხვა: ნუთუ თბილისში 2015 წლის 13 ივნისის კრიზისის დროს ხიდაშელს სიტუაციური ოთახის არარსებობამ შეუშალა ხელი, რომ დასახრჩობად განწირულთა დასახმარებლად სამხედრო ტექნიკა გამოეყვანა?! განსაცდელში აღმოჩენილ თბილისელებს არც გმირთა მოედანზე და არც მიმდებარე ტერიტორიაზე – სტიქიური უბედურების ზონაში არ დაუნახავთ არცერთი ცაში აჭრილი ვერტმფრენი, მათ შორის, სააკაშვილის მიერ ნაყიდი ორი "სუპერ პუმა", არცერთი ჯავშანტრანსპორტიორი ან დაჯავშნილი მზვერავი მანქანა, რომლებიც საგანგებოდ არიან განკუთვნილი როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე გადაადგილებისთვის, არცერთი სამხედრო "სუპერ კრაზი", რომლებისთვისაც დაბრკოლება, პრაქტიკულად, არ არსებობს! ხიდაშელი, რომელიც ამ დროს ნატო–ს შტაბბინაში იყო წამოსკუპული და თბილისში მაშინ დაბრუნდა, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო, დღეს თავდაცვის მინისტრის სავარძელში კი არა, განსასჯელთა სკამზე უნდა იჯდეს – სწორედ მის სინდისზეა დედაქალაქის ცენტრში 20 ადამიანის დაღუპვა, თბილისის ზოოპარკის ასობით დაღუპულ ბინადარზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

 თუმცა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ "ქართული" სიტუაციური ოთახიცბრიტანულის ორეულისაქართველოში "რუსეთის ახალი შეჭრის" შემთხვევისთვის შეიქმნა...

საქინფორმის რედაქცია
2016 წლის 15 თებერვალი
საქართველო, თბილისი