საზოგადოება
დავით პაიჭაძეს ხვალ სამსახურში არ შეუშვებენ

davit-paichadzeხვალ, 21:00 საათზე, პირველი არხის შესასვლელთან აქცია გაიმართება. აქციაში მოძრაობა „არა“, „ობიექტივი“, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მამაოები მიიღებენ მონაწილეობას.

 

აქციის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ, "პირველი არხის" გადაცემა "დიალოგის" წამყვანი დავით პაიჭაძე სამსახურში არ შეუშვან. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაციის „მამული, ენა, სარწმუნოების“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა საქინფორმთან საუბრისას განაცხადა ,რომ ისინი შეიკრიბებიან და ტელევიზიაში არც პაიჭაძეს და არც მის სტუმრებს არ შეუშვებენ შენობაში და არ მისცემენ პაიჭაძეს გადაცემის წაყვანის შესაძლებლობას. სადღობელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა პაიჭაძის გადაცემის დახურვა. მისი თქმით, ისინი აპროტესტებენ 16 დეკემბერს გასულ გადაცემას, სადაც პაიჭაძის სტუმარი ბექა მინდიაშვილი იყო და ეს გადაცემა შეურაცხმყოფელი იყო მართლმადიდებლებისთვის.