საზოგადოება
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარების თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა.