საზოგადოება
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საუბრის დასაწყისში პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრეს. მხრეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის აუცილებლობას.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებასაც. პეტრო პოროშენკომ ქართულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.