საზოგადოება
„უკანალით შევყავართ ამათ ევროპაში" - არჩილ ჭყოიძე (ვიდეო)

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ. ატსტუპნიკები პრეზიდენტს მოუწოდებენ, გაყიდოს ავლაბრის სასახლე და მიღებული თანხით საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს. ამ მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან “ატსტუპნიკების” და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობდა. აქციას ერეკლე მეორის საზოგადოება” შეუერთდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, უზნეობაა,პრეზიდენტი რამდენიმემილიონიან სასახლეში ცხოვრობდეს (ვიდეო იხ. აქ).

 "ჩვენი პრეზიდენტი ხშირად საუბრობს, რომ ქვეყანა დასვლეთის კურსს ადგას. ეს ბლეფია, ვინაიდან ევროპაში არათუ სოციალურად დაუცველებს, არამედ სირიელ ლტოლვილებს ეხმარებიან. საქართველო ამათ ევროპაში უკანალით შეჰყავთ. მთავარი თემა სწორედ სოციალურად დაუცველების და იპოთეკით დაზარალებულების დახმარება უნდა იყოს და არა სხვა თემები", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.