საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის კიდევ უფრო ფართომაშტაბიანი თანამშრომლობის
პერსპექტივებზე ისაუბრეს. კონტრადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან კონტრტერორისტული ოპერაციის – „აქტიური ძალისხმევის“ – მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ხელს შეუწყობს ნატო-ს საზღვაო ძალებთან საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთავსებადობის ამაღლებას“, – განაცხადა შს მინისტრმა.