საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტიკური მოძრაობის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„საჯაროდ მოგმართავთ ქართულ საზოგადოებაში დაგროვილ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით. პირველი საკითხი, რომლის წამოწევაც მინდა, არის საქართველოს მოსახლეობის უსინდისო გამოსახლება მათი საცოვრებლებიდან გადაუხდელი კრედიტების გამო! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გაყრის აკრძალვა ვერ დაანგრევს საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ქვეყანაში უმთავრეს სოციალურ პრობლემას გადაჭრის! ამას გეუბნებით, როგორც უკრაინაში უმსხვილესი საბანკო კავშირის პრეზიდენტი!
ყურადღებით ვაკვირდები თქვენს პირველ ნაბიჯებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბატონო გიორგი და ვხედავ თქვენს გულწრფელ სწრაფვას, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში. ამიტომ იმედი მაქვს, მივიღებ დადებით პასუხს ჩემს ინიციატივაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“