აქტუალური
"ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია" - ფედერიკა მოგერინი

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე აღინიშნა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები ვიზების ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია იყო.

საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზებს და ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.