აქტუალური
„საქართველოს საგარეო ვალი 2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 21%-დან 2009-ში 31,4%-მდე, ხოლო 2010-ში 38%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს, სავარაუდოდ, 43.2% მიაღწევს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, საგარეო ვალის ნაწილის დაფარვის ვადა 2012-2013 წლებზე მოდის, რამაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს საგარეო ვალი, რადგან ხელისუფლება უკვე განიხილავს დამატებითი ევროობლიგაციების გამოშვებას, რათა არსებული ვალის ნაწილი დაიფაროს.
დოკუმენტში, ასევე, საუბარია, რომ ხელისუფლება შემოსავლების გაზრდას საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებითა და ჯარიმების დაწესებით ცდილობს.