საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) და საფლაგმანო ხომალდი „ჰასანფაშა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ დაათვალიერეს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდნენ. სტუმრები საფლაგმანო ხომალდ „ჰასანფაშას“ კაპიტნის მიერ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრნენ.
„ნატო-ს ხომალდების ვიზიტი ყოველთვის არის ის მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ ნატო-სთვის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, შავი ზღვის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადავახტანგ კაპანაძემ.