უცხოეთი
თურქეთმა უკან დაიხია – „არც გვიფიქრია, რომ თურქი ჯარისკაცები სირიაში შესულიყვნენ!“

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ისმეთ იილმაზის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებას სირიაში ჯარი არ გაუგზავნია და ამას არც აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტიროიტერზედაყრდნობით.

 „არ ვფიქრობთ, რომ თურქი ჯარისკაცები სირიაში გავაგზავნოთ“,მინისტრის სიტყვებს სააგენტო Anadolu ციტირებს.

 შაბათს თურქულმა არტილერიამ ქურთების თავდაცვის ძალების მებრძოლებს მინეჰის ავიაბაზაზე და მასთან მიმდებარე სოფლის მახლობლად ცეცხლი გაუხსნა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ ამას ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიის მხრიდან თურქეთის საზღვართან დაკავშირებით მუქარაზე საპასუხო ზომა უწოდა და მათგან პოზიციების დატოვება მოითხოვა, რაზეც სირიელი ქურთების პარტიის ლიდერ სალიჰ მუსლიმისგან უარი მიიღო.

 ამის საპასუხოდ, სირიის ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივან ბენ კი მუნსა და უშიშროების საბჭოს წერილით კვირას მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ დამასკი მტკიცედ გმობს თურქეთის შეტევებს სირიის მცხოვრებლებზე, ასევე ანკარის მხრიდან არაბული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“. გარდა ამისა, წერილში მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებენ, „შეასრულოს თავისი ვალდებულებები“ და „ბოლო მოუღონ თურქული რეჟიმის დანაშაულებს