უცხოეთი
„სახელმწიფო დუმას შეფ–მზარეულის“ ფოტოსურათებმა სოცქსელების მომხმარებლები აღაგზნო!

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ინტერნეტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ახალი შეფ-მზარეულის თამამი ფოტოები გავრცელდა. ირინა ვოვკი რუსეთის პრეზიდენტის № 4 კვების კომბინატის ხელმძღვანელია, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ემსახურება.

 პიკანტური ფოტოები ტვიტერზე რუსმა დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა გამოაქვეყნა.

 „გაიცანით – ეს № 4 კვების კომბინატის ხელმძღვანელია. სოციალურ ქსელებშიის ირინა ოლეფირენკოს სახელით არის ცნობილი, მაგრამ დირექტორად ირინა ვოვკის სახელით დანიშნეს. ცხელ-ცხელი ქალია“, – დაწერა ხინშტეინმა.