საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინაში პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთისთვის ბრალდებების წაყენებას განაგრძობენ. მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არსენი ავაკოვი მთლიანად მოკლებულია თანაგრძნობას საგზაო მოძრაობის 17 წლის დამრღვევის მიმართ, რომელიც პოლიციელებმა ჩაცხრილეს. წინა დღეს შსს–ს ხელმძღვანელმა ავაკოვმა გამართლებული უწოდა პოლიციის მოქმედებას.
„ვესტი ფმ“–ის კორესპონდენტი ვლადიმერ სინელნიკოვი: გარკვეულ გაკვირვებას იწვევს ის, რომ სააკაშვილი ასე ბობოქრად რეაგირებს ამ ინციდენტზე. თუმცა, სავსებით თვალსაჩინოა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია სააკაშვილსა და ავაკოვს შორის დიდი ხნის წინანდელი ურთიერთობების გარკვევაზე. დიდი გათვლით, კი კონფლიქტი მათ შორის ესაა კონფლიქტი იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებისკენ ისწრაფვის. იაცენიუკი, ცხადია, უკმაყოფილოა. ავაკოვი, როგორც იაცენიუკის კაცი, ასევე უკმაყოფილოა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ვეღარ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს. ამიტომაც გამუდმებით ურთიერთობებს არკვევენ ერთმანეთში. ამასთან, სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით თანაგრძნობის უქონლობა ამორალობა და ველურობაა, მაინცდამაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება. იმიტომ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში ყველას ახსოვს ის საშინელი სკანდალი, როცა პატიმრებს სასტიკად ამცირებდნენ და სადისტურად ექცეოდნენ.