დღეს საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები წინააღმდეგობის დეკლარაციას მოაწერენ ხელს
კინოს სახლში დღეს საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული მოძაობის საინიციატივო ჯგუფში ოთხმოცზე მეტი ადამიანი შედის მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე, მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი, ადვოკატი ლალი აფციაური, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, ასევე, შოთა გლურჯიძე, დავით თარხან-მოურავი, და სხვ.
კინოს სახლში შეკრებილები წინააღმდეგობის მოძრაობის დეკლარაციაზე მოაწერენ ხელს. „პრეზენტაცია გაიმართება პოლიტიკოსების, პოლიტიკანების, ჭორ-ბიუროებისა და ინტრიგების გარეშე. ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და მისმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მარაზმის შეცვლა და ჩვენ სწორედ მათ გარეშე დავუპირისპირდებით დღევანდელ რეჟიმს,“ - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა საქინფორმთან საუბრისას.