საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში შავი ზღვის კომპონენტზეც ისაუბრა:
“ჩვენ ზღვის კომპონენტი გვაქვს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში. აქ შავი ზღვის უსაფრთხოება არაფერ შუაშია. ეს არსებითი პაკეტის ნაწილია, შესაბამისად, ჯერ კიდევ უელსის სამიტზე იყო პაკეტის ნაწილი. უელსის სამიტზე გაცხადებული დაპირებების და სამოქმედო გეგმის ნაწილია საზღვაო საკითხები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება. დღეს ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ეს არსებით პაკეტში ისედაც არის და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს ჩვენ მივიღეთ დაპირებები რამდენიმე ქვეყნისგან, რომ ისინი აიღებენ ინიციატივას პაკეტის ამ მიმართულებით გაძლიერებაზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.