სამართალი
საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
გიორგი ა., თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც. ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.