აქტუალური
ხიდაშელი: „ნატო–საქართველოს“ კომისიის სხდომის შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ნატოს კონსულტანტს და ინსტრუქტორს საქართველოში“

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენი ფოკუსი და მთავარი აქცენტი იყო იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ინსტრუმენტები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა”, – ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

 „ყველა ქვეყანამ ცალსახად გამოხატა უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან. პაკეტის მხარდამჭერი დღემდე 28-ის ნაცვლად 20 ქვეყანა იყო და ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით, თუ რომელი ქვეყანა რა მასშტაბითა და ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმავე JTEC-ის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლის, დაზვერვის, ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო და ავიაციის მიმართულებებში. ამ კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდეთ უფრო მეტ ნატოს კონსულტანტს და ინსტრუქტორს საქართველოში“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.