აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები.

საუბარი შეეხო მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.