რელიგია
სრულიად რუსეთის პატრიარქისა და რომის პაპის ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ოჯახი ეფუძნება ქორწინებას, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის თავისუფალი და ერთგული სიყვარულის აქტს“

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა და რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ფრანცისკმა კუბაზე გამართული ისტორიული შეხვედრის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. მასში მათ გამოხატეს სოლიდარობა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების მიმართ, რომლებმაც უნდა დააახლოვოს ორივე ეკლესიის მრევლი. დასავლურ მედიაში ამ შეხვედრას განიხლავენ როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მცდელობას, დაძლიოს რუსეთის იზოლაცია.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილისა და რომის პაპი ფრანცისკის შეხვედრა თითქმის ათასი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა. შეხვედრის ადგილად კუბა იქცა, კუნძული შეირჩა, როგორც ნეიტრალური ტერიტორია.

გადაეხვივნენ და გადაკოცნეს რა ერთმანეთი ქრისტიანული წეს–ჩვეულების მიხედვით, ორივე ეკლესიის მეთაურმა დახურულ რეჟიმში მოლაპარაკებები დაიწყეს, რომლის შეჯამებადაც იქცა 30 პუნქტისგან შემდგარი ერთობლივი დეკლარაცია.

დეკლარაცია, რელიგიათშორისი დიალოგისა და რელიგიური შემწყნარებლობისკენ მოწოდებების გარდა, შეიცავს განცხადებას ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნის შეწყვეტის აუცილებლობის თაობაზე.

ერთობლივი დეკლარაცია ასევე გმობს ევთანაზიას, აბორტებს, და ამასთან ერთად, მასში ხაზგასმულია, რომ „ოჯახი ეფუძნება ქორწინებას, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის თავისუფალი და ერთგული სიყვარულის აქტს“.