უცხოეთი
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს და პოზიციებს გააძლიერებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის პირველი სამუშაო დღის შეჯამებისას განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ევროპაში განლაგდებიან მულტიეროვნული ძალები როტაციულ საფუძველზე.
“რათა ყველასთვის გასაგები იყოს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე იქნება თავდასხმა ყველა მოკავშირეზე და საპასუხო ქმედებებს მთელი ალიანსი განახორციელებს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-მ რეგიონში უკვე გახსნა ახალი 6 შტაბი, ხოლო წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 2 ახალი შტაბის გახსნა.