ჯონ ბასი დღეს შიდა ქართლს ეწვევა
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს შიდა ქართლს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი თავდაპირველად არბოს წმიდა გიორგისა და ტირძნისის სამების ეკლესიებს მოინახულებს. შეგახსენებთ, რომ ეკლესიების რესტავრაცია აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით განხორციელდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 49 400 დოლარის ოდენობის გრანტი შარშან გადაეცა. ეკლესიების დათვალიერების შემდეგ ამერიკელი დიპლომატი გორს ეწვევა და რეგიონული ტელერადიოკომპანია "თრიალეთის" ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შეხვდება.