სამართალი
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის მოქალაქე ე. ჩ. თბილისში დააკავეს.
ე. ჩ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 449/1, 51/2, 59,2 მუხლებით და N5275 კოდექსის 107/12,13ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ამჟამად ე. ჩ-ს მიმართ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.